კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 21.10.2026
რა მონაცემებს ვაგროვებთ
- Google ანგარიშიდან (შესვლისას, შენი თანხმობით): სახელი, email მისამართი, პროფილის სურათი და Google-ის ანგარიშის იდენტიფიკატორი. სხვა Google მონაცემებზე წვდომას არ ვითხოვთ.
- შენ მიერ გაგზავნილი კონტენტი: შეტყობინებები, ფაილები, სურათები და ხმოვანი ჩანაწერები.
- ტექნიკური მონაცემები: წაკითხვის სტატუსი, ონლაინ სტატუსი (აქტიური / უსაქმური / ხაზგარეშე), დრო და სერვერის ჟურნალები (IP მისამართი) უსაფრთხოებისთვის.
- პარამეტრები: თემა, ენა, ხმა და სტატუსის რეჟიმი; საუბრის თემა, რომელსაც მისი ყველა მონაწილე ხედავს.
- პაკეტი და გამოყენება: რომელი პაკეტი გაქვს, რამდენი ფაილი გაგზავნე და ჩამოტვირთე და რამდენ ადგილს იკავებ — ლიმიტების დასათვლელად.
- გადახდები: ფასიან პაკეტს ამუშავებს Paddle (ოფიციალური გამყიდველი). ბარათის მონაცემები ჩვენამდე არ მოდის — ვიღებთ მხოლოდ გამოწერის სტატუსს, თანხას და Paddle-ის მომხმარებლის იდენტიფიკატორს.
რისთვის ვიყენებთ
- შენი ანგარიშის შესაქმნელად და ავტორიზაციისთვის;
- იმისთვის, რომ სხვა მომხმარებლებმა ზუსტი email-ით მოგძებნონ და მოგწერონ;
- შეტყობინებების მიწოდებისა და ისტორიის შესანახად.
Google-ის მონაცემებს არ ვყიდით, არ ვიყენებთ რეკლამისთვის და არ გადავცემთ მესამე მხარეს. Google API-ებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება შეესაბამება Google API Services User Data Policy-ს, მათ შორის Limited Use მოთხოვნებს.
ვინ ხედავს შენს მონაცემებს
შენს სახელს, email-სა და სურათს ხედავენ Micro Chat-ის სხვა მომხმარებლები, როცა email-ით მოგძებნიან ან შენთან საუბარში არიან. შეტყობინებებსა და ფაილებს ხედავენ მხოლოდ შესაბამისი საუბრის მონაწილეები, ხოლო „ჩემს ფაილებში“ შენახულს — მხოლოდ შენ. ფაილები ინახება შემთხვევითი, გამოუცნობი ბმულით. სერვისის ადმინისტრატორს ფაილებზე წვდომა აქვს მხოლოდ უსაფრთხოების, წესების დარღვევის შემოწმებისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.
End-to-end დაშიფვრა
თუ დაშიფვრას ჩართავ, მესიჯები, ფაილები და ხმოვანი ჩანაწერები იშიფრება შენს ბრაუზერში იმ საუბრებში, სადაც ყველა მონაწილეს აქვს ჩართული. ჩვენ ვინახავთ მხოლოდ დაშიფრულ შიგთავსს, შენს საჯარო გასაღებს და პაროლით (და აღდგენის კოდით) დაშიფრულ პირად გასაღებს. დაშიფვრის პაროლი და აღდგენის კოდი სერვერზე არასდროს იგზავნება — ამიტომ დაშიფრულ მესიჯებს ვერ ვკითხულობთ ვერც ჩვენ, ვერც ადმინისტრატორი, და პაროლსაც ვერ აღგიდგენთ. ჩვენთვის ხილული რჩება მხოლოდ მეტამონაცემები: ვინ, ვის, როდის მისწერა, მესიჯის ტიპი და ფაილის ზომა.
სად ინახება მონაცემები
- ანგარიში და შეტყობინებები — ჩვენს სერვერზე (chat-extension.finari.ge), MySQL ბაზაში.
- ფაილები, სურათები და ხმოვანი ჩანაწერები — Backblaze B2 ღრუბლოვან საცავში; გადაცემა შეიძლება მოხდეს Cloudflare-ის CDN-ით. ეს სერვისები მონაცემებს მხოლოდ ჩვენი დავალებით ამუშავებენ.
- ექსთენშენი ბრაუზერში ინახავს მხოლოდ ავტორიზაციის ტოკენს და შენს პარამეტრებს (თემა, ენა, ხმა, სტატუსი).
ექსთენშენი არ კითხულობს შენ მიერ გახსნილ ვებგვერდებს, ბრაუზერის ისტორიას ან სხვა ტაბებს. მიკროფონს იყენებს მხოლოდ მაშინ, როცა თავად იწერ ხმოვან შეტყობინებას.
შენახვა და წაშლა
მონაცემები ინახება სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშისა და მონაცემების წაშლა შეგიძლია მოითხოვო მისამართზე support@finari.ge — მოთხოვნას 30 დღეში შევასრულებთ.
უსაფრთხოება
კავშირი დაშიფრულია (HTTPS/WSS). ავტორიზაციის ტოკენი ინახება მხოლოდ შენს ბრაუზერში და შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოხვიდე.